ახალი ამბები

რას ააშენებს საპარტნიორო ფონდი ოქროყანაში გადაცემულ 48 632 მ2 მიწაზე

26 აგვისტო, 2017 • 2739
რას ააშენებს საპარტნიორო ფონდი ოქროყანაში გადაცემულ 48 632 მ2 მიწაზე

48 632 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 5 ნაკვეთი სახელმწიფომ საპარტნირო ფონდს გადასცა. რომელზეც საპარტნიორო ფონდი მშენებლობას გეგმავს.

მიწის გადაცემული ნაკვეთები ტექნოპარკის მიმდებარედ მდებარეობს. როგორც საპარტნიორო ფონდიდან განგვიცხადეს, ამ ტერიტორიაზე ფონდი სამეცნიერო და სასწავლო სივრცეების შექმნას აპირებს, რომელიც ტექნოპარკის ნაწილი იქნება.

უფრო დეტალურად, თუ როგორ გამოიყენებს ამ ფართს, საპარტნიორო ფონდში ვერ პასუხოსბენ, რადგან ამის გეგმ აჯერჯერობით არაა შექmნილი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ნაკვეთები ფონდის საკუთრებად 2017 წლის 8 აგვისტოს ფიქსირდება. მანამდე ქონების ეროვნული სააგენტო ფლობდა.

2016 წლის 11 იანვარს საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა.

ტექნოპარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ააშენა. ის ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩა N7–ში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი