ახალი ამბები

ქუთაისის მერიამ ვეტერანებს 100-100 ლარი გადასცა

9 მაისი, 2013 • • 1224
ქუთაისის მერიამ ვეტერანებს 100-100 ლარი გადასცა

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ადამიანებს. ქუთაისში ომის ვეტერანებიდან გასულ წელს 108 კაცი იყო. მიმდინარე წელს 83 კაცია დარჩენილი. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება,” –  განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.


მეორე მსოფლიო ომის მონაწილე  გრიშა კუჭაშვილის თქმით, 9 მაისი მსოფლიო მნიშვნელობის დღეა: .


“არ მინდა ის სისაძაგლე ნახოს ხალხმა, რაც ომმა იცის. 9 მაისი რომ არ დამდგარიყო, ადამიანთა მოდგმას რა დაემართებოდა, არ ვიცი.” 


დღესვე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა საფიჩხიაზე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის გელა გაბადაძის თქმით, ვეტერანებზე ზრუნვა ნებისიერი ხელისუფლების ვალია:


“9 მაისი არის მსოფლიო მნიშვნელობის დღესასწაული, ბოროტება დამარცხდა. სამწუხაროდ, ომის ვეტერანები ბევრნი არ არიან დარჩენილნი და ჩვენი, ახალი ხელისუფლების და ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა ვეტარანებს ღირსეული ცხოვრება შეუქმნან.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი