ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პოსტს ტოვებს

25 აგვისტო, 2017 • 2356
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პოსტს ტოვებს

კიასტუტის იანკაუსკასი, ლიტველი დიპლომატი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, პოსტს 2017 წლის 31 აგვისტოს დატოვებს.

კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოდან სამუშაოდ აზერბაიჯანში გადადის, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდეტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მისიის ხელმძღვანელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლა. ჯილდოს გადაცემისას მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ღირსების ორდენის მიღება მისთვის განსაკუთრებული პატივია და თვლის, რომ ეს ჯილდო მისიის ყველა თანამშრომლის დამსახურების და  უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში ევროკავშირის წვლილის აღიარებაა.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი