სუს: გვარამია და ბოკერია საქმის მასალების გასაცნობად დავიბარეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

სუს-ის განცხადებით, გვარამია და ბოკერია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებული სისხლის სამართლის საქმეში ჩატერებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების სამსახურის მასალების გასაცნობად არიან დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნეტგაზეთთან არ აკონკრეტებს, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ისინი, რადგან საქმე გასაიდუმლოებულია.

გვარამიას თქმით კი,  მოდულში 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად დაიბარეს. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ამის შესახებ დღეს ფეისბუკში დაწერა:

“მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი),” – წერს გვარამია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ათინა ბრეგვაძე