ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი მზადაა, ხანძრის შედეგებთან გასამკლავებლად დაეხმაროს საქართველოს

25 აგვისტო, 2017 • 2038
მსოფლიო ბანკი მზადაა, ხანძრის შედეგებთან გასამკლავებლად დაეხმაროს საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან მსოფლიო ბანკის სახელით პრემიერ-მინისტრს სტიქიასთან ბრძოლაში თანადგომა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

“გიორგი კვირიკაშვილთან საუბარში მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, პროფილური პროგრამების მეშვეობით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებები აღმოუჩინოს,” – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

საგანგებო შტაბში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.

ბორჯომის ხეობაში, სადაც მეექვსე დღეა ხანძარია და მის ლიკვიდაციას ვერ ახერხებენ, ხანძართან ბრძოლაში დღეს 1000 სამხედრო პირი ჩაერთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი