ახალი ამბები

კომპანია “სამსუნგის” ვიცეპრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

25 აგვისტო, 2017 • 2410
კომპანია “სამსუნგის” ვიცეპრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია “სამსუნგის” მილიარდერ მემკვიდრესა და ვიცეპრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ქრთამის მიცემა ედება ბრალად – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამსუნგის მილიარდერი ვიცეპრეზიდენტი ლი ჯეი იონი სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ არსებულ სკანდალში გაეხვა. BBC-ის ინფორმაციით, ლი ჯეი იონს ბრალად ედება მრავალმილიონიანი შემოწირულობების ორ სხვადასხვა ფონდში გადარიცხვა და შედეგად სამსუნგის ორი შვილობილი კომპანიის გაერთიანების ნებართვის მიღება. მთლიანობაში, გამოძიების ვერსიით, ვიცეპრეზიდენტმა პრეზიდენტის მეგობარი ქალის ჩხვე სუნ სილის ფონდში 18,3 მილიონი დოლარი გადარიცხა.

მოგვიანებით, ჩხვე სუნ სული თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისა და კორუფციისთვის დააპატიმრეს, ხოლო სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

სამხრეთ კორეის პროკურატურა ვიცეპრეზიდენტისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

კომპანიის მემკვიდრე ლი ჯეი იონს, ქრთამის მიცემის გარდა,  ბრალად ფულადი აქტივების გადამალვა და ფულის გათეთრება ედება.

ვაშინგტონში დაბადებული, 49 წლის მილიარდერი 7,9 მილიარდი დოლარის მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი