ახალი ამბები

ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

25 აგვისტო, 2017 • 1905
ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 26 აგვისტოსთვის დაკითხვაზეა დაბარებული სპეციალური უსაფრთხოების სამსახურში.

ამის შესახებ გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: “ მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი).

საქმე ეხება 2015 წელს უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერზე დაწყებულ გამოძიებას. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკითხზე ესაუბრება ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, რომელიც იმ დროისთვის ენმ-ის წევრი იყო,  და ნიკა გვარამიას.  ტელეკომპანიასთან იმ დროს მიმდინარე სასამართლო პროცესების ფონზე სატელეფონო საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობის საშუალებით.

2015 წლის ოქტომბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს იძიებს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით.

ნიკა გვარამია დაკითხვაზე 26 აგვისტოს, 15.00 საათზეა დაბარებული

მასალების გადაბეჭდვის წესი