ახალი ამბები

“თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრი დააკავეს

25 აგვისტო, 2017 • 1507
“თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრი დააკავეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრი  25 აგვისტოს დილით ბათუმში დააკავეს – ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი ნაცემი არიან.

“თანასწორობის მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ბერიანიძეს და ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.

ისინი ამჟამად  წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათ  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და   სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხვდებიან.

დაკავებულების სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

პოლიციის განცხადებით, ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდადრღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი წინააღმდეგო გაწევის) მუხლების მიხედვით.

შსს-ს ცნობით, პოლიციაში გამთენისას შევიდა შეტყობინება ჩხუბის შესახებ.

პოლიციის ცნობით, თანაწორობის მოძრაობის დაკავებული წევრების ჩვენების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლის [ძალადობა] მიხედვით, რადგან განაცხადეს, რომ სხვა პირებმა მათ სცემეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი