ახალი ამბები

ანონსი – 25 აგვისტო

25 აგვისტო, 2017 • 1547
ანონსი – 25 აგვისტო

წარმოგიდგენთ 25 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი წერეთლის გამზირის N59–ში, კორპუსი 63/1 წინ მდებარე სტადიონზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეურთდება. საკონტაქტო პირი: ლაშა მესხი – 598544944.

11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების N36.

11:00 საათზე, “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორობის კამპანიაში ჩაერთვებიან. მისამართი: ბელიაშვილის N25. საკონტაქტო პირი: გიორგი ხუხია – 591018220.

11:00 საათზე, “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: გახშირებული ხანძრები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელის განცხადება. მისამართი: კოსტავას N1, მეშვიდე შესახვევი. საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე – 551662525.

მასალების გადაბეჭდვის წესი