ახალი ამბები

ავარია გლდანში – დაზიანდა 12 ავტომობილი და დაშავდა 1 ადამიანი

24 აგვისტო, 2017 • 2824
ავარია გლდანში – დაზიანდა 12 ავტომობილი და დაშავდა 1 ადამიანი

24 აგვისტოს გლდანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა 12 ავტომობილი დაზიანდა. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

ტელეიმედის ინფორამციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და სხვა მანქანები დააზიანა. პოლიციამ დროებით გადაკეტა აღნიშნული ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია გლდანში. ფოტო: იმედი

ავარია გლდანში. ფოტო: იმედი

მასალების გადაბეჭდვის წესი