ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 59 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 15-ს საქმიანობა შეუჩერა

24 აგვისტო, 2017 • 1644
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 59 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 15-ს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას (14-20 აგვისტო) სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს, რის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით 207 ინსპექტირება ჩატარდა.

აქედან, მათივე ცნობით, სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 106 ნიმუში, დოკუმენტურად შემოწმდა 160 ობიექტი,  მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვა სურსათის  მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები, საკონდიტრო.

“შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 59 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 15 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: აგრარულ ბაზარს, საშაურმეს, წისქვილს, პურისა და პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს: ი/მ  „ლევან კახიძე“; ი/მ „ლევან ქუბრიაშვილი“; შპს „ჰენჯაბ რესტორანი“-(„ტანტუნი ქაბაბი“); შპს „დავითი“-(„დავითი); შპს  „ციცი“; შპს „მზე“; შპს“კავკასია“; ი/მ „სოფიკო ჭუმბურიძე“; ი/მ „გამლეტ მანასიანი“ –(„პატარა ჭილიკა“); შპს „ვარკეთილი 95“ („ჩილიკას დუქანი“); შპს „რუსთაველი 2017“ (რესტორანი „რუსთაველი“ აჭარა); შპს „პურის სახლი“ (სამეგრელო); ი.მ. ამირან წიქაძე (იმერეთი); შპს „ლატე“ (შიდა ქართლი); შპს „თელავის აგრარული ბაზარი“ (კახეთი).

აღნიშნული ობიექტებიდან სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინა ბიზნესოპერატორების უმეტესობამ და 10 მათგანს უკვე აღუდგა საწარმოო პროცესი. საქმიანობა კვლავ შეჩერებული აქვს 5 ობიექტს: ი.მ „ლევან კახიძე“, შპს „ჰენჯაბ რესტორანი“ („ტანტუნი ქაბაბი“), ი/მ „სოფიკო ჭუმბურიძე“; შპს „თელავის აგრარული ბაზარი“ (კახეთი), შპს „რუსთაველი 2017“ (რესტორანი „რუსთაველი“),”- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი