ახალი ამბები

პატრიარქი ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა

24 აგვისტო, 2017 • 1402
პატრიარქი ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა – ამის შესახებ ნეტგაზეთს დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ილია მეორე უკვე გზაშია.

სინოდის წევრები ბორჯომის ხეობაში გუშინ, 24 აგვისტოსაც იყვნენ. მათ სოფელ დაბაში პარაკლისი აღავლინეს და მეხანძრე-მაშველებს საკვები ჩაუტანეს.

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება. 24 აგვისტოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძრის აალებული კერები აღარ არის. სახანძრო-სამაშველო ოპერაციას 5 ვერტმრენი, სახალძი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი