ტყის ხანძრების მსოფლიო ბაზაში 16-23 აგვისტოს საქართველოდან 366 კერა აღირიცხა

ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში მხოლოდ 2017 წლის 16-23 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოდან  366 შეტყობინებაა აღრიცხული.

შეტყობინება შესულია 10 რეგიონიდან: აფზახეთიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან. ასევე, სიაში შეტყობინებების რაოდენობით ცალკე მოხვდა დედაქალქი – თბილისი.

ამავე პერიოდში დაფიქსირებული ხანძრების რაოდენობების მიხედვით რეგიონული განაწილება ასე გამოიყურება: რეგიონები

  1. სამცხე-ჯავახეთი – 279
  2. კახეთი – 51
  3. შიდა ქართლი – 16
  4. ქვემო ქართლი – 7
  5. მცხეთა მთიანეთი – 6
  6. იმერეთი – 5
  7. აფხაზეთი – 2

ქალაქების მიხედვით:ქალაქები

  1. ბორჯომი – 278
  2. დედოფლის წყარო – 23
  3. კასპი – 11
  4. გურჯაანი – 11
  5. სიღნაღი – 9
  6. გარდაბანი – 7
  7. დუშეთი – 6
  8. ზესტაფონი – 4
  9. გორი – 4
  10. ახმეტა – 3
როგორ იცვლებოდა ტყის ხანძრების დინამიკა 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 23 აგვისტომდე:
წყარო: globalforestwatch.org

წყარო: globalforestwatch.org

როგორ იცვლებოდა ტყის ხანძრების დინამიკა კონკრეტულ რეგიონებში:

თბილისი

სამცხე-ჯავახეთი

chart

მცხეთა-მთიანეთიchart (1)

კახეთი

chart (4)სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა 2012 წლიდან დღემდე, (822 შემთხვევა) 2015 წელს დაფიქსირდა:

chart (5)

როგორ მუშაობს აღრიცხვის სისტემა?

ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემა იყენებს NASA-ს სატელიტებიდან მიღებულ ინფორმაციას. სატელიტებზე განთავსებული სენსორული დეტექტორები ინფრაწითელი სპექტრული ზონიდან იღებს ხანძრის მახასიათებლებზე ინფორმაციას. როდესაც ხანძარი დაფიქსირდება, სისტემა ადგენს იმ არეს, რომელშიც ხანძარი ჩნდება და გასცემს “შეტყობინებას” (Alerts). იქიდან გამომდინარე, რომ სატელიტები დედამიწის ორბიტას დღეში ორჯერ გადიან, მიღებული შეტყობინებები რეალურ დროსთან მხოლოდ მიახლოებულია. ხანზარზე შეტყობინებები NASA-ს FIRMS-ის ვებზე სატელიტით მიერ დაფიქსირებიდან და 3 საათის განმავლობაში ქვეყნდება.

როგორც ორგანიზაციაში ირწმუნებიან ხანძრის დეტექტორის სიზუსტე უკვე დამტკიცებულია. ის პირველად MODIS-ის სატელიტისთვის შეიქმნა. ალგორითმი, რომლითაც ის ფუნქციონირებს ასევე ამცირებს ცრუ ინფორმაციის მიღების შანსებსაც – მაგალითად მზის სიმხურვალე, წყლის ბზინვარება, ცხელი უდაბნო და სხვა გარემო პირობები. როდესაც სისტემა ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ინფორმაციას ხანძრის კერის შესახებ, ის ინფორმაციას აღარ ამუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი