ახალი ამბები

რუსეთის ელჩი სუდანში გარდაცვლილი იპოვეს

24 აგვისტო, 2017 • 1936
რუსეთის ელჩი სუდანში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ელჩი სუდანში მირგაიას შირინსკი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “რია” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მათ აცნობეს, რომ ელჩი 23 აგვისტოს საკუთარ ბინაში იპოვეს. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი სიკვდილის მიზეზი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოიკველევენ საკითხს.

როიტერსი” აღნიშნავს, რომ შირინსკის მაღალი წნევები აწუხებდა. გამოცემის ცნობით, სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა ელჩის გარდაცვალების გამო.

1954 წელს დაბადებული შირინსკი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსს ატარებდა. იგი სუდანში ელჩი 2013 წლიდან იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი