ახალი ამბები

ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა

23 აგვისტო, 2017 • 3807
ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა.

სამინისტროს ცნობით, ხანძარი მცირე ტერიტორიაზეა გავრცელებული, მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები აქრობენ.

გარემოს დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით ინფრმაციას სამინისტრო 00 საათზე გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი