ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, საქართველოში სახანძრო მანქანები და 130-ზე მეტი მეხანძრეც გამოგზავნეს

23 აგვისტო, 2017 • 5620
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, საქართველოში სახანძრო მანქანები და 130-ზე მეტი მეხანძრეც გამოგზავნეს
მეხანძრეები აზერბაიჯანიდან აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში, ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობის პროცესში.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ილჰამ ალიევის განკარგულებით, საქართველოში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 3 ვერტმფრენი, 20-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 131 მეხანძრეა ჩართული.

დახმარებისთვის ქართულმა მხარემ, მათ შორის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანს მადლობა გადაუხადა.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი