ifact: მეხანძრის საშუალო ხელფასი 500-800 ლარია

მეხანძრის საშუალო ხელფასი თბილისში 800 ლარია, რეგიონებში კი – 500 ლარი. ამის შესახებ საუბარია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთანება ifact.ge-ის სტატიაში “ვინ ებრძვის ხანძარს და ვინ იღებს მილიონებს?”, რომელიც დღეს, 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ბორჯომის ხეობაში უკვე მეოთხე დღეა, ხანძარს ებრძვიან, თუმცა, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით ძალების მობილიზებისა და რამდნეიმე ქვეყნის დახმარებისა, ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

საქართველოს აქვს კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად არის შექმნილი. თუმცა საბჭო თავიდანვე არ ჩართულა ხანძრის მართვაში. ifact.ge-ის ინფოგრაფიკაში საბჭოს მრავალმილიონიან დაფინანსებაზეც არის საუბარი:

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი