სოფელ დაბასთან ფერდობზე ხანძარი ისევ გაძლიერდა

ბორჯომში, სოფელ დაბის ფერდობზე ტყე ისევ იწვის. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, ფერდობზე ახალი კერები არ გაჩენილა და ალი კვლავ უკვე ჩამქრალ კერებს ძლიერი ქარის გამო მოეკიდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო-სახანძრო დანაყოფები და ვერტმფრენი.

ნეტგაზეთის რეპორტიორების ინფორმაციით, დაკვამლიანება მთაზე საკმაოდ ძლიერია და ხაძრის კერების დანახვა სპეციალური შტაბიდანაც არის შესაძლებელი. საახლოებით დღის 2 საათზე მთაზე აღარაფერი შეინიშნებოდა, თუმცა ნელ-ნელა კერებმა კლავ აალება დაიწყეს და ახლა მთაზე ძლიერი ხანძარია. სააგენტოში გვითხრეს,  რომ ცეცხლი დასახლებულ პუნტქთან ახლოს არ არის და არც მიახლოების საშიშროება არ არებობს.

ბორჯომში ხანძრის ლოკალიზებისთვის 8 ვერტმფრენი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ.

ხანძარი სოფელ დაბის ფერდობზე 23.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ მარიამ ბოგვერაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი