ხანძრის ჩაქრობა ვეტმფრენით 06.30 საათზე განაახლეს. ბორჯომი, საქართველო. 22 აგვისტო, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გიორგი მღებრიშვილი შესაძლო დივერსიაზე: როგორც პოლიციელი, არაფერს გამოვრიცხავ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას კითხვაზე, შესაძელებელია თუ არა ადგილი ჰქონოდა დივერსიას – აცხადებს, რომ როგორც პოლიციელი, არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს.

„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე როგორ ვერ გეტყვით, ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული. საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა. სრული ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ამ დეტალებზე საუბარი.“ – აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე – გამორიცხავს, თუ არა, რომ ხელოვნურად მოხდა ხანძრის გავრცელება მინისტრი პასუხობს:

„მე, როგორც პოლიციელი, არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი