ახალი ამბები

სააკაშვილი : ჩვენ ვსაზრდოობთ ამ თავისუფლების იდეით, ჩვენი რწმენით

5 მაისი, 2013 • • 1140
სააკაშვილი : ჩვენ ვსაზრდოობთ ამ თავისუფლების იდეით,  ჩვენი რწმენით

“აღდგომა ეს არის სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლეზე, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე. ვისაც საქართველოს იდეა ახლა მკვდარი ჰგონია, მალე მიხვდება , რომ ეს ასე არ არის.  საქართველოს აუცილებლად კიდევ ერთხელ წამოდგება ფეხზე. ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმართებით წელში. ჩვენ ვერასოდეს ვერ მოგვერევა მტერი. იმიტომ რომ ჩვენ ვსაზრდოობთ ამ თავისუფლების იდეით, ჩვენი რწმენით. მინდა ყველა ჩემ მეზობელს, იმიტომ, რომ ჩემი სახლიც აქვეა გვერდზე, ჩემი ოჯახის სახელით მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული, მინდა გისურვოთ ოჯახური და პირადი ბედნიერება და მიგულეთ თქვენ გვერდით”–განუცხადა პრეზიდენტმა ტაძარში შეკრებლებს. 

 

აღდგომას  საჩხერეში  შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. სააღდგომო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.

 

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული. ამ დღეს ხარობს და ერთმანეთს ულოცავს ყველა, მთელი ერი. “- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

5 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომას აღნიშნავენ.

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი