ახალი ამბები

საქართველოს ბანკი 1 მილიონ ლარს გამოყოფს დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის

23 აგვისტო, 2017 • 2187
საქართველოს ბანკი 1 მილიონ ლარს გამოყოფს დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის

საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ერთი მილიონი ლარს გამოყოფს  საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის.

ეს განცხადება საქართველოს ბანკმა 23 აგვისტოს გაავრცელა.

ბანკის ცნობით, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ მისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწყვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა.

ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა და ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი ლიკვიდაცია. ხანძრები იყო საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ ტყეებშიც.

ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი