ახალი ამბები

აკა სინჯიკაშვილის ცნობით, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი იპოვეს

23 აგვისტო, 2017 • 1863
აკა სინჯიკაშვილის ცნობით, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი იპოვეს

დღეს, 23 აგვისტოს, სამოქალაქო აქტივისტმა აკა სინჯიკაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში, იმ ტერიტორიასთან, სადაც ხანძარია, ბენზინით სავსე ბიდონი იპოვეს.

“დილას ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში,”- ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

ნეტგაზეთს შსს-ში აცნობეს, რომ შეტყობინება მართლაც მიიღეს და საქმის გამოძიებას ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძების ფარგლებში აგრძელებენ საპატრულო და კრიმინალური სამსახურები. ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძარს ებრძვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი