ახალი ამბები

ილია მეორე: ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს

5 მაისი, 2013 • • 1057
ილია მეორე: ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს

“ბევრმა ისიც არ იცის, რომ ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, _ მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, _ ძალიან მძიმე სნეულებისაგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელობასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის.ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა.”– ნათქვამია ეპისტოლეში. 

 

პატრიარქის ეპისტოლეს მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე აბორტების თემას დაეთმო. ილია მეორის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს კანონი აბორტის აკრძალვისთვის. 

 

5 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომას აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი