ახალი ამბები

ატენში ხანძარი ლოკალიზებულია, აქრობენ ცალკეულ კერებს

23 აგვისტო, 2017 • 2110
ატენში ხანძარი ლოკალიზებულია, აქრობენ ცალკეულ კერებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გორში, ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზეუბულია და ამ დროისთვის ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ.

უწყების ცნობით, ადგილზეა 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ტექნიკა, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულია ქართული ჯარიც.  გორში ცეცხლი  2 ჰექტერ ტერიტორიას ჰქონდა მოდებული.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში გამგებლის წარმომადგენლის, კახა თინიკაშვილის თქმით, წიწვოვან ტყეში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე გაჩნდა, თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, ზემო ბოშურში მეხანძრეებმა მუშაობა 20:00 საათის შემდეგ დაიწყეს. ამაზე გამგებლის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ სახანძრო ეკიპაჟები ბორჯომში იყვნენ სრულად  მობილიზებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით”  22 აგვისტოს მიმართა. 23 აგვისტოს პარლამენტის საგანგებო სხდომაა დანიშნული, რათა  პარლამენტმა კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცოს. თუმცა ატენის ხეობაში ჯარი უკვე შევიდა.

ოფროუდერები ატენის მთის ფერდობს ანათებენ, სადაც მეხანძრე–მაშველები და ჯარისკაცები ადიან. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჯარისკაცი ატენის მთის ფერდობზე ერთ–ერთ ხანძრის კერას ამუშავებს. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ოფროუდერებთან ერთად ატენის მთაზე პარტიზანი მებაღეებიც ცდილობდნენ მეხანძრეების დახამრებას. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პარტიზანული მებაღეობის წევრი, ელენე მალაშევსკი–ჯაყელი ატენის მთის ფერდობზე. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჯარისკაცებს ატენის მთაზე წყალი მიაქვთ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე–მაშველები და სამხედროები მუშაობდნენ. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ ჯარისკაცები ტოვებენ ატენის მთის ფერდობს. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ცეცხლის კერების დასამუშავებლად მთელი ღამის განმავლობაში ატენის მთასთან ორი სახანძრო–სამაშველი მანქანა მუშაობდა, რომლებმაც რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით გაიყვეს წყლის ჭავლი. 23.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მეხანძრე–მაშველი ატენის მთის ფერდობს ტოვებს. 23.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი