ახალი ამბები

ანონსი: 23 აგვისტო

23 აგვისტო, 2017 • 1293
ანონსი: 23 აგვისტო

გთავაზობთ 23 აგვისტოს დაგეგმილი მოვლენების  ანონსს:


11.00  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი საქართველოს რესპუბლიკური პარტის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრისას საუბარი რესპუბლიკური პარტიის, როგორც ლიბერალური და პროდასავლური პოლიტიკური ძალის, გეგმებს შეეხება.

11.00   თბილისის  საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო სხდომა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრედირების თაობაზე.
 უკვე გავიდა 90 დღიანი წინა საექსტრადაციო პერიოდი და ხვალ სასამარლო შემდგომ გადაწყვეტილებას მიიღებს.
11:00  მთაწმინდის პანთეონში ევროპული საქართველოს ლიდერები და წევრები რეპრესირებულთა დღესთან დაკავშირებით შეიკრიბებიან.

15:00  სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 459 180 ლარს შეადგენს.

19:00  მწერალთა სახლში Magnum Photos 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტის “რუსული დღიურის“ კვალდაკვალ” პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის მიერ 1947 წელს შექმნილი „რუსული დღიურების“ თანამედროვე ვერსია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი