ახალი ამბები

ძლიერი ქარი და წვიმა შეკვეთილში – მაშველების ნაწილი ბორჯომიდან შეკვეთილში გაგზავნეს

23 აგვისტო, 2017 • 19091
ძლიერი ქარი და წვიმა შეკვეთილში – მაშველების ნაწილი ბორჯომიდან შეკვეთილში გაგზავნეს

შეკვეთილში ძლიერი ქარი და წვიმაა. “ნეტგაზეთს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, რომ მაშველების ნაწილი, რომლებიც ბორჯომში მუშაობდნენ, შეკვეთილში გაგზავნეს. დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ.

სააგენტოში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ბორჯომში სამაშველო ჯგუფები საკმარისი რაოდენობით რჩებიან.

შეკვეთილში სტიქიის ამსახველ კადრებს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს:

დღეს შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე” გრიგორი ლეპსის კონცერტი იმართებოდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა იყო ურეკშიც. როგორც დამსვენებლები ამბობენ, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება:

“სეტყვა იყო ძალიან ძლიერი, დაახლოებით ნახევარი საათი მაინც, ქარიშხალივით იყო. ახლა ჩაწყნარდა, წვიმს, მაგრამ ისე ძლიერად აღარ. ძალიან უცბად ამოვარდა ქარი და დაიწყო წვიმა. ახლა რასაც აივნიდან ვხედავ, ძალიან დატბორილი არაა ქუჩები. შუქი გაითიშა და ამ დრომდე არ აღდგენილა” – ამბობს მაკა ციბაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი