რკინიგზელთა პროფკავშირების ერთი წევრი, რომელიც შიმშილობდა, ცუდად გახდა

მერაბ თარგამაძე, რკინიგზელთა პროფკავშირების წევრი, რომელიც რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე დღეა შიმშილობს, ცუდად გახდა.

სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძის ცნობით, შემთხვევის ადგილას სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე ცუდად გახდა. ფოტო: ირაკლი კუპრაძე

რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე ცუდად გახდა. ფოტო: ირაკლი კუპრაძე

ამჟამად რკინიგზის დეპარტამენტთან პროფკავშირების 15 წევრი აგრძელებს შიმშილობას.

დეტალები რკინიგზაში მიმდინარე მოვლენების შესახებ იხილეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი