ახალი ამბები

გლდანში მეხანძრეები ხევში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

22 აგვისტო, 2017 • 3645
გლდანში მეხანძრეები ხევში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

გლდანში ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა შემოვლით გზაზე, ხევში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს უკიდია. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიმეტრზეა ხანძარი გავრცელებული.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას, გლდანის გარდა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 4 ადგილზე ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ხანძარია ლაგოდეხშიც, სადაც ნახევარი ჰექტარი ბალახი იწვის. სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და 2 ჯგუფი მუშაობს. ლაგოდეხის გარდა საქართველოში ამჟამად ხანძრის კიდევ 3 კერაა.

გორში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში იწვის წიწვოვანი ტყე, ფართობი დაახლოებით 1 ჰა. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციათა სამსახურიოს ცნობით, დაწყებულია ქრობის პროცესი. ხანძრის ადგილას უახლოეს ხანში იქნება “ნეტგაზეთის” რეპორტიორი და მოგაწვდით უახლეს ცნობებს.

კიდევ ერთი ხანძარია შატილის გზაზე, სადაც 2 ჰექტარი იწვის. შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, აქ გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა ბორჯომის ხეობაშია, სადაც ხანძრის ჩაქრობას საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით უკვე მესამე დღეა ვერ ახერხებს. უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი