ახალი ამბები

22 აგვისტო: ხანძარია ლაგოდეხშიც

22 აგვისტო, 2017 • 2017
22 აგვისტო: ხანძარია ლაგოდეხშიც

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით,  ხანძარია ლაგოდეხშიც, სადაც   ნახევარი ჰექტარი ბალახი იწვის.  სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და 2 ჯგუფი მუშაობს.

ლაგოდეხის გარდა საქართველოში ამჟამად ხანძრის კიდევ 3 კერაა:

[checklist]

  • ბორჯომი. რა ხდება ბორჯომში, ნახეთ ბოლო ცნობები აქ. 
  • გორში – გორში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში იწვის წიწვოვანი ტყე, ფართობი დაახლოებით 1 ჰა. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციათა სამსახურიოს ცნობით,  დაწყებულია ქრობის პროცესი.  ხანძრის ადგილას უახლოეს ხანში იქნება “ნეტგაზეთის” რეპორტიორი და მოგაწვდით უახლოეს ცნობებს.
  • კიდევ ერთი ხანძარია შატილის გზაზე, სადაც 2 ჰექტარი იწვის. შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, აქ გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი