ახალი ამბებიტექნოლოგიები

ბავშვების გამოგონებები, რომლებიც რეალობად იქცა

22 აგვისტო, 2017 • 14376
ბავშვების გამოგონებები, რომლებიც რეალობად იქცა

ბრიტანელმა დიზაინერმა და გამომგონებელმა, დომინიკ ვილქოქსმა გააკეთა სპეციალური პროექტი ბავშვებისთვის. მან 500 ბავშვს სთხოვა მოეფიქრებინათ გამოგონება და დაეხატათ. საბოლოოდ 500 -დან  სამოცამდე საუკეთესო იდეა შეარჩიეს და მეცნიერებთან ერთად დაიწყეს ამ იდეების სრულყოფა.

გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო გამოგონებას, რომლის ავტორიც არის ბავშვი.

ვენდი რიდლი, 9 წლის – საოჯახო სკუტერი

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ცხრა წლის ვენდი რიდლის გამოგონება ძალიან საინტერესოა ოჯახებისთვის, განსაკუთრებით- დიდი ოჯახებისთვის. ვენდის ძალიან უყვარდა სკუტერით სეირნობა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გამოეგონებინა ისეთი სკუტერი, რომელიც ოჯახის ოთხამდე წევრს დაიტევდა.

ვენდის გამოგონება რეალობად აქციეს და მის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას თავად გოგონა იღებდა. სკუტერს ჩაუტარდა ტესტირება და ვენდის ოჯახმა თქვა, რომ ის ძალიან კომფორტულია მთელი ოჯახისთვის.

სკუტერი კომპაქტურია, მისი მოთავსება მანქანაშიც შეიძლება. ჯერჯერობით სკუტერი არ იყიდება, მაგრამ შესაძლოა გაიყიდოს კიდეც.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ამელია ლიდლი, 6 წლის – საკვების გამაგრილებელი ჩანგალი  

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ბავშვების უმეტესობა ელოდება, როდის გაგრილდება საკვები, მშვიდად, აუღელვებლად და პირის დაწვის გარეშე რომ მიირთვან გემრიელი კერძი. სწორედ ამაზე იფიქრა 6 წლის ამელიამ და ახალი იდეაც დაებადა. გამოგონება ძალიან მარტივია, ჩანგლის მეორე მხარეს დამაგრებულია ვენტილატორი და სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერის საშუალებით თეფშზე მოთავსებული კერძი იწყებს გაციებას.

გამომგონებლებთან ვიზიტის დროს, ამელიამ უპასუხა მათ კითხვებს. დამზადდა ჯადოსნური ჩანგლის 3D მოდელი და ახლა ელოდებიან, როდის დამზადდება.

გამომგონებლები ფიქრობენ, რომ გამოუშვან ჩანგლები სხვადასხვა ფერში, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო  იქნება მომხმარებლისთვის.

 

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ჰენრი ჰიუჯსი, 12 წლის – კბილის ჯაგრისი

toothbrush-1

ფოტო: inventorsproject.co.uk

როგორც ჩანს, 12 წლის ჰენრისთვის კბილების მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც მოუვიდა იდეა, დაემზადებინა კბილის ჯაგრისი, რომლის ბოლოშიც შესაძლებელი იქნება მოვათავსოთ კბილის პასტა. სპეციალური ჯაგრისი იმუშავებს შპრიცის პრინციპით და  გაუადვილებს ადამიანებს ცხოვრებას.

პატარა გამომგონებლის თქმით, კბილის ჯაგრისი არის მათთვის, ვისაც სულ ეჩქარება და არა აქვს ბევრი დრო.

ჰენრი ჰიუჯსი შეხვდა ბრაიანს, მეცნიერს, რომელმაც 3D  სურათი შექმნა ჰენრის გამოგონებისგან. ისინი მუშაობენ იდეის დახვეწაზე და გაუმჯობესებაზე.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ალექს დიკენსი, 11 წლის – უკანა ხედვის სათვალე

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ბავშვებს ხშირად ესმით ფრაზა, რომ მშობლებს თვალები უკანაც აქვთ, მათ შეუძლიათ დაინახონ, რა ხდება მათ ზურგს უკან. სწორედ ამიტომ, ალექს დიკინსონმა მოიფიქრა სათვალე, რომლითაც შეგვიძლია დავინახოთ, რა ხდება ჩვენს უკან.

ალექსს დაუკავშირდა ალან პარკერი, რომელთან ერთადაც ალექსი დიდხანს ამზადებდა თავის გამოგონებას.

ალან პარკერის თქმით, გამოგონება ხაზს უსვამს 11 წლის ბიჭუნას საოცარ იუმორის გრძნობას.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

კრისტალ ჯეიმსი, 9 წლის – მაღვიძარა ობობა

 

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

9 წლის კრისტალ ჯეიმსის იდეა მათთვისაა, ვისაც დილას გაღვიძება უჭირს. პატარა გოგონამ გამოიგონა ახლებული მაღვიძარა-ობობა, რომელიც თქვენი საწოლის თავზე, ჭერში დამაგრდება და იმ შემთხვევაში, თუ დილას ვერ გაიღვიძებთ, ობობა თქვენი სახისკენ გამოემართება და აგილოკავთ სახეს.

პატარა გამომგონებელთან 3D სპეციალისტი, ენდი მატოკი მუშაობდა, რომელმაც შექმნა გამოგონების მაკეტი.

მხიარული და ფერადი ობობა ყველა ბავშვის დილას გაახალისებს.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

კაჯა ჯაჰი, 10 წლის – ქოთანი, რომელიც თავად რწყავს ნერგს

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

როგორც ჩანს, 10 წლის გამომგონებელი ბევრს ნერვიულობს მცენარეებზე და მათ ბედზე, სწორედ ამიტომ გამოიგონა სპეციალური ქოთანი ადამიანებისთვის, ვისაც დრო არა აქვს, ან ხშირად ავიწყდება ყვავილების მოვლა და მორწყვა.

სპეციალური ქოთანი ელექტროენერგიის დახმარებით დამოუკიდებლად რწყავს ყვავილს საჭირო დროს. პატარა გოგონას გამოგონებით ბევრი მეცნიერი დაინტერესდა, მათ შორის- ბრაიან დეგერი.

გამოგონება მოიცავს კონტეინერს, ელექტროენერგიას, ტუმბოს, და წყლის სენსორს. როგორც კი სენსორი იგრძნობს, რომ მიწა გამომშრალია, ავსებს მცენარეს წყლით.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

დენი სერსფილდი, 9 წლის – სამაჯური ცურვისას

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

დენის გამოგონება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კარგად ვერ ცურავს. პატარა ბიჭის გამოგონება, სპეციალური სამაჯური ცურვის დროს შეგვიძლია დავიმაგროთ ხელზე და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გრძნობს, რომ იძირება, სპეციალური ღილაკის საშუალებით სამაჯურიდან გამოვა ბურთი, რომელიც გაიბერება და კამერის როლს შეასრულებს.

ენდი მატოკსი მუშაობდა პატარა ბიჭთან ერთად და ამბობს, რომ გამოგონება ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილიანობას ზღვაში.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

კოლინ სალმონი – საჯარო ტელეფონი ეტლის მოსარგებლე ადამიანებისთვის

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

კოლინ სალმონი ამბობს, რომ საჯარო ტელეფონი დღესდღეობით ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის არ არის ადაპტირებული, სწორედ ამიტომ გამოიგონა ტელეფონი, რომელიც მოერგება ეტლით მოსარგებლე ადამიანის საჭიროებებს.

სპეციალური მოწყობილობა ვიდეოს და სენსორების საშუალებით იგრძნობს, როდის უახლოვდება შშმ პირი და ის მიუახლოვდება ეტლს.

გამოგონების 3D გამოსახულებაზე მუშაობდა ენდი მატოკი.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

ელსი რონალდი – ფოთლების დამჭერი

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

როგორც ჩანს, ელსი რონალდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს სისუფთავე, სწორედ ამიტომ გამოიგონა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ხიდან ჩამოვარდნილ ფოთოლს შეინახავს და არ დააბინძურებს ფოთლებით გარემოს.

ელსის გამოგონება დამაგრდება ხეებზე და ის ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი იქნება, გამოგონების სრულყოფაზე მუშაობდა როჯერ ო’ბრეინი და შვედური ავეჯის კომპანია.

ფოტო: inventorsproject.co.uk

ფოტო: inventorsproject.co.uk

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი