ახალი ამბები

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე წყალი გადმოვიდა

22 აგვისტო, 2017 • 3344
თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე წყალი გადმოვიდა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე დაგუბებული წყლის ფოტო  ფეისბუკზე შექმნილმა გვერდმა თუშეთი-შენაქომ 22 აგვისტოს გაავრცელა.

 ამ გვერდის ადმინისტრატორის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე  წყალი გზის ჩამოშლის გამო დაგუბდა და 22 აგვისტოს საავტომობილო ნაწილზე გადმოვიდა.  “ზამთარში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე  300 000 კუბური მეტრის სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა და გზის სავალი ნაწილი დაფარა. ამან გამოიწვია სავალი გზის დატბორვა და წყლის დაგუბება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გვერდის ადმინისტრატორმა.

თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთში ამჟამად ასვლა ორხიდიანი მანქანით შესაძლებელია. დეპარტამენტის ცნობით,  ამ ტერიტორიაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარა –  ივნისში  საავტომობილო გზა გაწმინდეს  და მიმოსვლა აღდგა. 

დაზიანებული გზა. ფოტო: თუშეთი შენაქო

დაზიანებული გზა. ფოტო: თუშეთი შენაქო

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა გზის იგივე მონაკვეთი და მიმდებარე ტბა ორიოდ კვირის წინ:

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე წყალი გადმოვიდა თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე წყალი გადმოვიდა კონსტანტინ სტალინსკი, @StalinskyK

მასალების გადაბეჭდვის წესი