ახალი ამბები

მარინა მიზანდარი: მიდის მსჯელობა, უნდა მოხდეს თუ არა რიყეზე ნაგებობების დემონტაჟი

2 მაისი, 2013 • • 1547
მარინა მიზანდარი: მიდის მსჯელობა, უნდა მოხდეს თუ არა რიყეზე ნაგებობების დემონტაჟი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის  სხდომაზე მიიღეს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, კულტურის სამინისტროს 2009 წელს ჩამორთმეული უფლება დაუბრუნდა” – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

 

მშენებლობა რიყის პარკში
მშენებლობა რიყის პარკში

 

უფრო დეტალურად ამ საკითხზე  კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა ისაუბრა.  

 

მიზანდარის განცახდებით, მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე უწყებას თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მეთვალყურეობისა და მისი რესტავრაციის პროცესში ჩარევის უფლება არ ჰქონდა:”აღნიშნულის გამო  დედაქალაქში რესტავრაციის პროცესი არასწორად წარიმართა, რამაც უამრავი ძეგლის სახეცვლილება გამოიწვია. ამ დრომდე მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა მოხდეს თუ არა რიყის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების დემონტაჟი.”

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი აცხადებს, რომ  ეს ცვლილება გულისხმობს იმ უფლებამოსილების აღდგენას, რაც 2009 წლის სამთავრობო გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული ჰქონდა ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს უფლება:”რომელიც ეხებოდა უფლებამოსილებას კულტურული მართვის სფეროში თბილისის ტერიტორიზე.  კულტურული მემკვიდრეობის მართვა ჩვენი კომპეტენციაა მთელი საქართველოს ტერიტორიზე, სრულიად გაუმართლებული იყო ეს შეზღუდვა თბილისის ზონაში.” 

 

მიზანდარის განცხადებით, ძველი თბილისი თავისი ლანდშაფტით, არქიტექტურული აგებულებით და ბუნებით წარმოადგენდა სრულაიდ გამორჩეულ ფასეულობას და შეტანილი იყო იუნესკოს წინასწარი მემკვიდრეობის ნუსხაში:”მაგრამ ყველა ეს შესაძლებლობა ხელიდან შემოგვეცალა იმიტომ, რომ ქალაქი საგრძნობლად დამახინჯდა.”

 

მიზანდარის თქმით, კულტურის სამინისტროს ბევრად მეტი კომპეტენცია და რესურსი აქვს, ვიდრე მერიას. სამინისტროს შემადგენლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამანეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არის გაერთიანებული.  

მასალების გადაბეჭდვის წესი