ახალი ამბები

ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი მოკლეს

22 აგვისტო, 2017 • 1719
ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი მოკლეს

ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი, უინეს აბუიაკუბი, მოკლულია, – ინფორმაციას BBC ესპანურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ სწორედ უინეს აბუიაკუბი იყო იმ ფურგონის მძღოლი, რომლითაც რამბლეს ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

წარმოშობით მაროკოელი 22 წლის უინეს აბუიაკუბი დასავლეთ ბარსელონასთან 40 კილომეტრში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ყალბი შაჰიდის ქამარი ეკეთა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ეჭვმიტანილს ესროლა და მოკლა, ადგილზე გამნაღმველებმა დაიწყეს მუშაობა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ შაჰიდის ქამარი, რომელსაც ის ატარებდა, ფეთქებადი არ ყოფილა. ამ პროცედურებმა გარდაცვლილის ვიანობის დადასტურების პროცესი შეაფერხა.

თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ყველა დამნაშავე მოკლული იყო. ისინი მთავარ დამნაშავედ 17 წლის დრის ოუბაკირს ასახელებდნენ. სწორედ აღნიშნული პირის დოკუმენტებით იქირავეს ფურგონი, რომლითაც მოსახლეობას თავს დაესხნენ.

BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ სახლში, რომელიც ბარსელონის ტერაქტის ორგანიზატორებს ეკუთვნოდათ, გაზის 120 ავზი იპოვა.
12 ტერორისტი ტერაქტებს ექვს თვეზე მეტხანს გეგმავდა.

17 აგვისტოს ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად მოკლულია 13 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი