ახალი ამბები

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დემპარტამენტის თანამშრომლები შეუერთდნენ

22 აგვისტო, 2017 • 1874
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დემპარტამენტის თანამშრომლები შეუერთდნენ

ბორჯომში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დემპარტამენტის თანამშრომლები დილიდან შეუერთდნენ.

ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება მესამე დღეა ვერ ხერხდება.

ამ წუთებში ტერიტორიაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი მუშაობს. თანამშრობლები ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს დღეს დილიდან შეუერთდნენ, რათა არ მოხდეს ცეცხლის უფრო მეტ ფართობზე გავრცელება.

სოფელ დაბასთან ცეცხლი 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე  20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილზე აგრძელებენ მუშაობას სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართულია საქართველოს  2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სპეციალურ დავალებათა დანაყოფიც ჩაერთო. სოფელი დაბა, ბორჯომი, საქართველო. 22/08/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სპეციალურ დავალებათა დანაყოფიც ჩაერთო. სოფელი დაბა, ბორჯომი, საქართველო. 22/08/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი