ახალი ამბები

სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, დაბაში უკვე12 ჰექტარზე მეტი დაიწვა

22 აგვისტო, 2017 • 2411
სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, დაბაში უკვე12 ჰექტარზე მეტი დაიწვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, თორნიკე გვაზავა ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფელ დაბაში უკვე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. გვაზავას თქმით, ინტენსიური სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ქარის გამო კონკრეტულ წერტილებში აალება ისევ ხდება, თუმცა მეხანძრეები მათ ლოკალიზებას მალევე ახერხებენ.

სოფელი დაბის ტყის ფერდობზე ხანძრის კერების ლოკალიზებას ამ დროისთვის საქართველოდან 2 და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი 1 ვერტმფრენი ცდილობს. მათ მოგვიანებით დაემატებათ ვერტმფრენი თურქეთიდან. ხანძრის ჩასაქრობად ბორჯომში უკვე მესამეა დღეა მუშაოაბენ.

მუშაობა ვერტმფრენებით 22 აგვისტოს დილით, 06.30 საათზე განაახლეს, რადგან ღამის განმავლობაში ძლიერი კვამლის და ქარის გამო ფრენას ვერ ახერხებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი