ახალი ამბები

ხანძრის მესამე დღე ბორჯომში: ორი ვერტმფრენით მუშაობა დილით განაახლეს

22 აგვისტო, 2017 • 2255
ხანძრის მესამე დღე  ბორჯომში: ორი ვერტმფრენით მუშაობა დილით განაახლეს

ბორჯომში  ხანძრის ჩაქრობას კვლავ ვერ ახერხებენ – მუშაობა ვერტმფრენებით 22 აგვისტოს დილით, 06.30 საათზე განაახლეს, რადგან ღამის განმავლობაში ძლიერი კვამლის და ქარის გამო ფრენას ვერ ახერხებდნენ.

ხანძრის ჩაქრობა ვეტმფრენით 06.30 საათზე განაახლეს. ბორჯომი, საქართველო. 22 აგვისტო, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხანძრის ჩაქრობა ვეტმფრენით 06.30 საათზე განაახლეს. ბორჯომი, საქართველო. 22 აგვისტო, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხანძარი ბორჯომში, 22 აგვისტოს ღამე. ბორჯომი, საქართველო. 22 აგვისტო, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხანძარი ბორჯომში, 22 აგვისტოს ღამე. ბორჯომი, საქართველო. 22 აგვისტო, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, ხანძარს ამჟამად ორი გავრცელების კერა აქვს: წაღვერის და ბორჯომის მიმართულებით. მისი თქმით, დასახლებულ ტერიტორიას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. ეს განცხადება მინისტრმა წაღვერში ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას საქართველოს და აზერბაიჯანის თითო ვერტმფრენი ცდილობს, რომლებსაც მალე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კიდევ ერთი ვერტმფრენი შეუერთდება. ალავიძის თქმით, თურქეთიდან უკვე გამოფრინდა ორი ვერტმფრენი, რომელებიც ბათუმში აავსებენ ცისტერნებს და დაახლოებით დღის 3 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში იქნებიან.

მინისტრის თქმით,  ადგილზე  500 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

გვიან ღამით შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუს-ის უფოსი ვახტანგ გომელაური და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ცემის გადასახვევიდან გაეცნენ ხანძრის მასშტაბს.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე:

გუშინ საღამოს ბორჯომში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილოც, რომელმაც ხანძრის სალიკვიდაციო შექმნილი შტაბის საგანგებო სხდომა გამართა.

შიშით გაათენეს ღამე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მცხოვრებლებმა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხანძარი მათგან ნახევარ კილომეტრშია. სოფელი გუშინვე დატოვა ტურისტების ნაწილმა.

როგორც დაბის მცხოვრებმა განუცხადა “ნეტგაზეთს” , ხანძარი ტყეში კვირას, 13.00 საათზე შენიშნეს და საგანგებო სიტუაციათა სამსახურს დაუკავშირდნენ. მეხანძრეები მალევე გამოჩნდნენ, თუმცა ისინი ცხეცხლის კერას სახანძრო მანქანებით ვერ მიუახლოვდნენ.  როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვერტმფრენით ხანძართან ბრძოლა კვირას, 18.00 საათზე დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი