ახალი ამბები

პრემიერი: გათენებისთანავე ორი ვერტმფრენი შემოგვიერთდება თურქეთიდან

21 აგვისტო, 2017 • 2686
პრემიერი: გათენებისთანავე ორი ვერტმფრენი შემოგვიერთდება თურქეთიდან

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად თურქული ტექნიკა დაეხმარება ქართველ მეხანძრეებს.

ეს განცხადება კვირიკაშილმა სოფელ დაბაში, ხანძრის მიმდებარედ, ვითარების გაცნობისას გააკეთა.

“გათენებისთანავე ორი ვერტმფრენი თურქეთიდან შემოგვიერთდება. დიდ თვითმფრინავზეც გვაქვს საუბარი და, სავარაუდოდ, გავუმკლავდებით, უკვე ეს ტექნიკა ძალაინ მნიშნელოვანი ძალა იქნება… თურქეთს აქვს ტყეების სამინისტრო, ტყეების მინისტრათან იყო საუბარი და უთენია აუცილებლად შემოგვიერთდება ტექნიკა”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ელოდებიან დამატებით ტექნიკას აზერბაიჯანიდანაც:

“ყველა კერაზე, რომელზეც შემოსულია ინფორმაცია, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები, ყველაზე დიდი კერა სადაც არის, საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. დილიდან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვიერთდება დამატებითი ტექნიკა, უკვე თანხმობა მიღებული გვაქვს დამატებით ტექნიკაზე თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანის მხრიდანაც, ამიტომ, გათენებისთანავე განახლდება მუშაობა და ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას,”- განაცხადა კბირიკაშვილმა.

რაც შეეხება ევაკუაციის საკითხს, კვირიკაშვილის თქმით, “ჯერჯერობით საჭიროება არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი