ახალი ამბები

ხანძარი ბორჯომში: ძლიერი ქარის და ცუდი ხილვადობის გამო ვეტმფრენებით ვეღარ მუშაობენ

21 აგვისტო, 2017 • 2554
ხანძარი ბორჯომში: ძლიერი ქარის და ცუდი ხილვადობის გამო ვეტმფრენებით ვეღარ მუშაობენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან, ხანძრის ჩაქრობაში ვერტფრენები ვეღარ იღებენ მონაწილეობას, რადგან მათ ხელს ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა უშლით.

სააგენტოს  ცნობით, საერთაშორისო ექსპერტები არ აძლევენ რეკომენდაციას, რომ ვერტმფრენებმა მუშაობა განაგრძონ.

“გარდა იმისა, რომ შეზღუდულია ხილვადობა, არის ძალიან ძლიერი ქარი და ძალიან ძლიერ დაკვამლიანება და ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ვერტმფრენმა იფრინოს,”- განაცხადეს სააგენტოში.

თუმცა, უწყების ინფორმაციით, ადგილზე დამატებით არიან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და მათი რაოდენობა 270-ს აღწევს, ასევე, დამატებით მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, რათა მოიმარაგონ წყალი სამაშველო სამუშაოებისთვის.

სააგენტოს ცნობით,  დილით განახლდება ვერტმფრენებით ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია, თუმცა  ეს შესაძლოა მანამდეც მოხდეს, თუკი ექსპერტებისგან ნებართვას მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი