ახალი ამბები

მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკაში [Live]

21 აგვისტო, 2017 • 3945
მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკაში [Live]

მზის სრული დაბნელება იშვიათი ასტრონომიური მოვლენაა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. თითოეული გეოგრაფიული ადგილისთვის ეს მოვლენა სამ საუკუნეში ერთხელ ხდება. დღეს ამ მოვლენაზე დაკვირვება ჩრდილოეთ ამერიკიდანაა შესაძლებელი.

სარტყელი, რომელსაც მზის დაბნელების ჩრდილი მოიცავს, ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე იქნება გადაჭიმული და ამ მონაკვეთზე მზის სრულ დაბნელებაზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი. ჩრდილოეთ ამერიკის იმ რეგიონებიდან კი, რომლებიც ამ სარტყელს მიღმაა, მზის ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება.

სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დღვეანდელი მზის დაბნელება არ გამოჩნდება. უახლოეს მომავალში მსგავსი ფენომენი, რომელის ხილვაც საქართველოდან იქნება შესაძლებელი, 2018 წლის 31 იანვარს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა.  მანამდე კი შეგიძლიათ უყუროთ “ნასას” ლაივსტრიმს ჩრდილოეთ ამერიკიდან და საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან:

მზის სრული დაბნელება ფიქსირდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და მისი ჩრდილი დედამიწას ეფინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი