ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოგზავნა

21 აგვისტო, 2017 • 5770
ალიევმა საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოგზავნა

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო apa.az -ის ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით,   ხანძარი ბორჯომში 20 აგვისტოს გაჩნდა, [ 21 აგვისტოს 10:00 საათისთვის] მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე სახანძრო მაშველი, დილიდან კი ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა. სააგენტოს ცნობით, სოფელ ყვიბისიდან გაჭრილი აქვთ გზა, საიდანაც სახანძრო სამაშველო ტექნიკის შეყვანა შეძლეს.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე გაჩნდა ხანძარი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი