ახალი ამბებირეკლამა

შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს

21 აგვისტო, 2017 • 2063
შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს

სპეციალისტები გამოსავალს ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაში ხედავენ

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არა მხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

vestusi 3

ქვეყნის მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც, რაც მოსახლეობაზე დადებითად აისახება.

როგორც ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გელა გელაშვილი განმარტავ,ს 2030 წლიდან ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 53 პროცენტით გაიზრდება , ნახშირორჟანგის (CO2) ემისიები კი 55 %-ით მოიმატებს, გამოსავალი ენერგოეფექტურობაა. ამასთან, ფიზიკოსი დღეს არსებულ თბოდანაკარგებზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ შენობანაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-,ხოლო იატაკიდან 13%- შეადგენს და აშ.

ვესტუსი

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნანოტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენებით  ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰოდროიზოლაცია, მთლიანად ნაგებობის, მათ შორის ცხელი და ცივი წყლის მილების,  თბოიზოლაციით უზრუნველყოფა და ა.შ. „ნანოტექნოლოგიებით შესაძლებელია 25 მიკრონის დიამეტრის მიკროსფეროს მიღება, რომელიც არის მთავარი კომპონენტი ვესტუსის თბოიზოლატორში“.

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანოტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“  თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს, „ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“,  თუმცა, მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნან ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის  „ვესტუსის“ გარდა.

2

კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხთან და ფასთან მიმართებაში „ვესტუსის“ ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება, რაც კვლევებმაც დაადასტურა.

როგორც ირკვევა, სამშენებლო ბაზარზე ნანოტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება.  „ვესტუსის“ გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგოდამოუკიდებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი