ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის “8 წუთი” შანსები ოსკარზე

ქართული მოკლმეტრაჟიანი ფილმი “8 წუთი” მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ფინალურზე ეტაპზე 10 რჩეულ ფილმს შორის მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ ფილმის ავტორებმა მისი 2018 წლის ოსკარზე წარდგენის უფლება მიიღეს.

“8 წუთს” 28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, 1 კვირის განმავლობაში, 250 კინოთეატრში უჩვენებენ სხვადასხვა ქვეყენაში. ასევე ოსკარების კინოდაჯილდოების ცერემონიამდე ერთი კვირის განმავლობაში ფილმს ლოს-ანჯელესში დახურულ ჩვენებებზე უჩვენებენ. მანჰეტენის კინოფესტივალზე გამარჯვებულებს ხმის მიცემის შედეგად 5 კატეგორიაში გამოავლენენ.

ფილმის რეჟისორის გეგა ხმალაძეა. ფილმის მთავარი გმირები გაიგებენ, რომ 8 წუთში მზე ჩაქრება, შემდეგ კი ფილმში აღწერილია, თუ რას აკეთებენ ისინი მომდევნო 8 წუთის განმავლობაში. ფილმი “Sibler Films”-ის პირველი პროექტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი