15601

საქსტატი: 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი 28,9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28,9 პროცენტით გაიზარდა და 1446.7 აშშ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. 2017 წლის იანვირდან ივლისის ჩათვლით არსებული მონაცემებსი მიხედვით, ქვეყანაში იმპორტი 8,5 პროცენტით გაიზარდა და 4 228,6 აშშ დოლარს მიაღწია.

აქედან, დსთ-ის ქვეყნებთან ექსპორტმა 570,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებზე 59.4 პროცენტით მეტია, იმპორტი კი 20,7 პროცენტით გაიზარდა და 1237.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებთანაც. კერძოდ, ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან 33,6 პროცენტით, იმპორტი კი 6 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 27.2 პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატი

2017 წლის იანვარ-ივლისში საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243.7 მლნ. აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 182.5 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 102.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 354.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 261.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტია. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 196.6 მლნ. აშშ დოლარით.საქსტატი

ქვეყნის უდიდეს სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი რჩებიან.  თურქეთი – 858.7 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი – 605.7 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი – 481.4 მლნ. აშშ დოლარი.

საქსტატი

მთლიანობაში, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5675.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი