დისნეის ახალი კამპანია – #DreamBigPrincess

რამდენიმე დღის წინ დისნეიმ დააანონსა ახალი საერთაშორისო ფოტოკამპანია სახელწოდებით #DreamBigPrincess. პირველი ანიმაციური ფილმი პრინცესაზე დისნეიმ 1930-იან წლებში გადაიღო, იმის შემდეგ მსოფლიოს ბავშვები იზრდებიან დისნეის პრინცესების ანიმაციებზე, ეს ისტორიები ახდენენ მათზე გავლენას, ცვლიან მათ ცხოვრებას, დროის ცვლასთან და ახალ მოთხოვნებთან ერთად დისნეი ცდილობს პრინცესა, რომლის ამბავიც იქნება მოთხრობილი ანიმაციურ ფილმში, იყოს უფრო მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი. ფოტოკამპანიაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ არასოდეს შეიზღუდონ გოგონები ოცნებებში და იოცნებონ დიდ რამეებზე.

ფოტოპროექტის ფარგლებში დისნეიმ დაიქირავა 19 ცნობილი ქალი ფოტოგრაფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.. მათ დაევალათ შთამაგონებელი ისტორიების მოძიება და ფოტოების გადაღება მთელ მსოფლიოში და ამ ისტორიების ადამიანებამდე მიტანა.

ფოტოკამპანიის მიზანი ასევე არის, რომ დაეხმაროს გაეროს ახალ პროექტს GirlUp , თითო ფოტოს გაზიარების დროს ჰეშთეგით DreamBigPrincess დისნეი ერთ დოლარს გადაურიცხავს გაეროს ახალ წამოწყებას, რომელიც ახალგაზრდა ქალების მოძლიერებას და მათში ლიდერული თვისებების აღმოჩენას ემსახურება.

ფოტოკამპანიაში ჩართვა შეეძლება ყველა მსურველს, ვინც გადაიღებს საინტერესო ფოტოს და მოყვება ისტორიას.

გაიგეთ პროექტის შესახებ უფრო მეტი აქ.

გრეისი 

mm

ფოტო: Kate Parker

თერთმეტი წლის ასაკში გრეისს ძვლების სიმსივნის უმძიმესი ფორმა დაუდგინდა, მაგრამ იგი დღემდე არ წყვეტს ოცნებას და აგრძელებს საყვარელ საქმიანობას – სირბილს.

20800199_10155060951267620_2598192407245381474_n

ფოტო: Kate Parker

rs_1024x576-170815162051-1024-disney5-mv-81517

ფოტო: Kate Parker

როცა ქეითი ფიქრობდა, როგორ უნდა გადმოეცა შვილის ხასიათი, გადაწყვიტა ფიფქიას კაბა ჩაეცვა მისთვის და ტალახში ამოსვრილს გადაეღო.

rs_1024x683-170815163313-1024-disney15-mv-81517

ფოტო: Margarita Kareva

ზაქია პირველი გოგონა იყო ბამიანში, ავღანეთში, რომელმაც ველოსიპედის ტარება ისწავლა, დღეს ის უკვე 23 წლის არის და დიდი სიხარულით ასწავლის სხვა გოგოებს ველოსიპედის ტარებას.

პატი

rs_634x1024-170815162359-634-disney-mv-81517 (1)

ფოტო: Theresa Balderas

ცხრა წლის პატის საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა და ოცნებობს მსოფლიო მოიაროს ზუსტად ისე, როგორც მოანამ გააკეთა ეს.

რონგ ჯინგი

20776773_10155057329037620_5540004184644975442_o

ფოტო: Lulu Liao

ერთ დროს პოლიოზით დაავადებული, დღეს უკვე 29 წლის რონგ ჯინგი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია ფარიკაობაში.

სოლი 

20799201_10155056648582620_2555676820414282776_n

ფოტო: Luisa Dorr

11 წლის სოლი სერფინგით არის გატაცებული და ოცნებობს ჩემპიონობაზე.

ინგლისის გოგონების საფეხბურთო ნაკრები 

20786115_10155056648727620_6406762237289963787_o

ფოტო: Scarlet Page

ინგლისის გოგონების საფეხბურთო კლუბის წევრები ამტკიცებენ, რომ სპორტი არ არის მხოლოდ ბიჭებისთვის და ისინი ძალიან დიდ მაგალითს აძლევენ მომდევნო თაობის გოგონებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი