ახალი ამბები

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებს

21 აგვისტო, 2017 • 2220
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებს

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს – ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დიდი ფიქრის შემდეგ, გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე,”- წერს მეჭიაური “ფეისბუკზე” და დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

თამაზ მეჭიაური მერვე მოწვეის პარლამენტის წევრი საარჩვნო ბლოკის “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” პარტიული სიით გახდა. 2016 წლის ივნისში მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა. “ოცნების” დატოვება მის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარყოფითმა განცხადებებმა გამოიწვია, რასაც თან სდევდა “რესპუბლიკური” პარტიის წევრთან მისი ღია კონფრონტაცია და დაპირისპირება. მან ჩამოაყალიბა პარტია სახელწოდებით  “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” და იბრძოდა თიანეთის მაჟორიტარობისთვის, თუმცა 2016 წლის სექტემბერში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი