ახალი ამბები

ბარსელონაში პოლიციამ გაზის 120 ავზი იპოვა, რომლებიც სავარაუდოდ ტერორისტებისაა

20 აგვისტო, 2017 • 3558
ბარსელონაში პოლიციამ გაზის 120 ავზი იპოვა, რომლებიც სავარაუდოდ ტერორისტებისაა

BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორებს  გაზის 120 ავზი ჰქონდათ დამალული, რომლების აფეთქებასაც სატვირთოებით თავდახმების დროს გეგმავდნენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ავზები იმ სახლში იპოვეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. პოლიცია მთავარ ეჭვმიტანილს, რომელიც სავარაუდოდ მართავდა მანქანას, კვლავ ეძებს. სატვირთოთი ის ქუჩაში მყოფ ადამიანებს დაეჯადა და 13 მათგანი მოკლა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაჯგუფებაში 12 ადამიანი იყო გაერთიანებული და ისინი ტერაქტებს 6 თვეზე მეტხანს გეგმავდნენ. პოლიციამ 4 დააკავა, 3 სავარაუდოდ მოკლულია, ხოლო ერთი გაქცეულად ითვლება. ესპანური პოლიციის ერთ-ერთი ვერსიით, დაჯგუფება გაცილებით მასშტაბურ ტერაქტს გეგმავდა გაზის ავზებით, თუმცა ბომბი სახლში შემთხვევით აუფქეთქდათ.

სამართალდამცველები წარმოშობით მაროკოელ 22 წლის იუნეს აბუიაქუბს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ მართავდა მანქანას. თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ყველა დამნაშავე მოკლული იყო. ისინი მთავარ დამნაშავედ 17 წლის დრის ოუბაკირს ასახელებდნენ. სწორედ აღნიშნული პირის დოკუმენტებით იქირავეს ფურგონი, რომლითაც მოსახლობას თავს დაესხნენ.

პოლიციამ ასევე აღკვეთა ტერაქტის მცდელობა კამბრილისში, სადაც 5 შაჰიდის ქამრით აღჭურვილი ადამიანი მოკლეს. მათი ინფორმაციით, ტერორიტები ამის გარდა კიდევ გეგმავდნენ სხვა თავდასხმებს. ბარსელონისა და კამრილისის მოვლენები კი ერთმანეთთან კავშირში იყო.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად და მათი ახლობლების მხარდასაჭერად მსოფლიოს არაერთ ქალაქში ღირსშესანიშნავი ისტორიული შენობა-ნაგეობობები და ძეგლები ესპანეთის დროშის ფერებში გაანათეს. მომხდარი დაგმეს მსოფლიოს ლიდერებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პიროვნებებმა.

ბარსელონაში პოლიციამ 120 გაზის ავზი იპოვა, რომლებიც სავარაუდოდ ტერორისტებისა. ფოტო: AFP / Getty Images

ბარსელონაში პოლიციამ 120 გაზის ავზი იპოვა, რომლებიც სავარაუდოდ ტერორისტებისა. ფოტო: AFP / Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი