21 აგვისტო

ანონსი – 21 აგვისტო

წარმოგიდგენთ 21 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 

09:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

11:00 საათზე, “პირველი რადიოს” რადიოკლუბში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია განცხადებას გააკეთებს. თემა: საქართველოს პროკურატურის დუმილი მიმართვაზე, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნას ეხება.

12:00 საათზე, “დემოკრატიული მიძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა თვითმართველობის არჩევნებისთვის ერთიან მერობისა და საკრებულოს თავმჯდონარის ერთიან კანდიდატს დაასახელებენ. წარდგენა დემოკრატიული მოძრაობის ოფისში გაიმართება. მისამართი: თ. აბულაძის ქ. N8. ტელეფონი: 599272987.

14:00 საათზე, რუმს ჰოტელში გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც ფესტივალის გუნდი ახალი პროექტის შესახებ ისაუბრებს. თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია – DECODER დაფუძნდა. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და სცენის გამორჩეული სახელის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული. DECODER-ის პირველი სერია მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ SPACEHALL-ში ხვალ გაიმართება და ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას – NICOLAS JAAR-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს. პროექტის მენეჯერი: მირიან ჯეჯელავა – 599401606.

18:00 საათზე, საქართველოს რკინიგზასთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდასაჭერად რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა აქციას გამართავს, ლოზუნგით – “რკინიგზა რკინიგზელებისათვის” და ,,რკინიგზა ქვეყნის განვითარებისთვის”! ისინი ასევე აანონსებენ ფართომასშტაბიან შიმშილობას შემდეგი მოთხოვნებით: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები; რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, იმ შემთხვევაში თუ მოშიმშილეთა მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

19:00 საათზე, ბათუმის “თიბისი გალერეაში” საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE-N-STYLE გაიხსნება, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N37, “თიბისი გალერეა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.