ახალი ამბები

საგანგებო: დაბაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, თუმცა მოსახლეობა უსაფრთხოდაა

20 აგვისტო, 2017 • 2246
საგანგებო: დაბაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, თუმცა მოსახლეობა უსაფრთხოდაა

სოფელ დაბას ტყის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებას 8 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ, თუმცა, როგორც საგანგებოში განგვიცხადეს, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლს არ უშვებენ და მოსახლოეობა უსაფრთხოდაა. დამსვენებლები და ადგილობრივები შიშობენ, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე ჩავა.

ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველებთან ერთად რამდენიმე ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებიც ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი მუშაობს. მათი ნაწილი ხანძრის ირგვლივ თხრილებს აკეთებს, რათა ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე არ გავრცელდეს და დასახლებულ პუნქტამდე არ მიაღწიოს.

საგანგებოს ცნობით, რთული რელიეფიდან გამომდინარე, სახანძრო მანქანები ადგილზე ვერ მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ერთადერთი ვერტმფრენი ცდილობს. მათი განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაცია ძლიერი ქარის გამოც გართულებულია.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, დაახლოებით 14:30 საათზე გაჩნდა ხანძარი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ხანძარი სოფელ დაბის ფერდობზე. ადგილობრივები და დამსვენებლები შიშობენ, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე ჩავა.

ხანძარი სოფელ დაბის ფერდობზე. ადგილობრივები და დამსვენებლები შიშობენ, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე ჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი