ახალი ამბები

ბოსტონში ათიათასობით ადამიანმა რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოაწყო

20 აგვისტო, 2017 • 1980
ბოსტონში ათიათასობით ადამიანმა რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოაწყო

ათიათასობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ში, ქალაქ ბოსტონის ქუჩებში რასიზმის წინააღმდეგ. მსვლელობა პარალელურად მემარჯვენე აქტივისტების მიერ “გამოხატვის თავისუფლების” სახელით ჩატარებული აქციის საპირისპიროდ მოეწყო. ამ აქციას ადამიანების მცირე ჯგუფი შეუერთდა, რომლებმაც პოლიციის დახმარებით მალევე დატოვეს ტერიტორია.

ბოსტონის მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ მისცემენ საშუალებას რასიზმისა და ფანატიზმის გავრცელების საშუალებას. დამოკიდებულება ჯგუფებს შორის შარლოტსვილის მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა, სადაც შეტაკება ულტრა-მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით დასრულდა.

“ბოსტონ ჰერალდის” ინფორმაციით, მსვლელობას 30 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. დემონსტრანტები ბოსტონის სპორტულ ცენტრთან შეიკრიბნენ და ქალაქის საბჭოსკენ გაემართნენ. ისინი სკანდირებდნენ “არა ნაციზმს, არა KKK-ს, არა ფაშიზმს აშშ-ში!”. ასევე თან ჰქონდათ ბანერები, წარწერით “შეწყვიტეთ რასიზმის პატრიორიზმად წარმოჩენა!”

აქცია-მსვლელობა ბოსტონში რასიზმის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს თან ჰქონდა ბანერები ანტი-რასისტული შინაარსის წარწერებით 19.08.17 ფოტო: EPA/MATTHEW HEALEY

პოლიციამ მშვიდობიანი მსვლელობისათვის დემონტრანტთა ორ ჯგუფს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ მისცა. ქალაქში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. თუმცა 33 ადამიანი მაინც დააკავეს, რომლებიც ქვებსა და ბოთლებს პოლიციის ოფიცრებს ესროდნენ.

აქცია-მსვლელობა ბოსტონში რასიზმის წინააღმდეგ. პოლიციამ 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა საწინააღმდეგო აქციიდან 19.08.17 ფოტო: EPA/MATTHEW HEALEY

აქცია-მსვლელობა ბოსტონში რასიზმის წინააღმდეგ 19.08.17 ფოტო: EPA/MATTHEW HEALEY

ბოსტონის გარდა საპროტესტო მსვლელობა მოეწყო ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაშიც.

საპროტესტო მსვლელობა ატლანტაში 19.08.17 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER

საპროტესტო "ჯორჯია უარს ამბობს - მსვლელობა ატლანტაში 19.08.17 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER

საპროტესტო “ჯორჯია უარს ამბობს
– მსვლელობა ატლანტაში 19.08.17 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER

მასალების გადაბეჭდვის წესი