ახალი ამბებისამართალი

“ნიკორაზე” ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

19 აგვისტო, 2017 • 4120
“ნიკორაზე” ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუპერმარკეტ “ნიკორას” დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ერთი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს,” – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.

როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიის მარკეტინგის სამსახურში 17 აგვისტოს განუცხადეს, ობიექტზე ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი